13 ივნისი 2026,   16:04
ვრცლად
2035 წლისთვის, ინგლისში ბავშვების 60% სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით უნდა დადიოდეს - მთავრობამ აქტიური გადაადგილების ახალი გეგმა შეიმუშავა

მთავრობის ახალი, აქტიური გადაადგილების გეგმების თანახმად, ინგლისში, 10 წლის განმავლობაში, ბავშვების სულ მცირე 60% სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით უნდა დადიოდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მინისტრების თქმით, 5-დან 16 წლამდე ასაკის მილიონობით ბავშვი შეძლებს ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილებას ათასობით უფრო უსაფრთხო მარშრუტით, რომლებიც "რეკორდული", 4.5 მილიარდი ფუნტის ინვესტიციის სტრატეგიის ფარგლებში უნდა გაიყვანონ.

გეგმის მიხედვით, 2035 წლისთვის ქალაქებში მოკლე მოგზაურობების სულ მცირე ნახევარი ფეხით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით ან ველოსიპედით განხორციელდება, ხოლო ხუთი წლის განმავლობაში, მარშრუტების დაგეგმვის აპლიკაციებში ხელმისაწვდომი იქნება "საფეხმავლო და ველოსიპედის მარშრუტების ეროვნული ქსელი".

ტრანსპორტის მინისტრმა ჰეიდი ალექსანდერმა განაცხადა, რომ სტრატეგიის მიზანია აქტიური გადაადგილება პრაქტიკულ არჩევანად აქციოს.

დღის ამბები