ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მომავალ კონტროლთან დაკავშირებით განცხადება "მალე" უნდა გაკეთდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ განცხადებას ომანის მთავრობასთან ერთად გაავრცელებენ.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე ირანსა და ომანს შორის მდებარეობს.
ეს კომენტარები იმ ცნობების ფონზე გაკეთდა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ჩარჩო შეთანხმების შეთავაზებულ ნაწილზე მუშაობა დასრულდა და ხელმოწერა უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ურთიერთგაგების მემორანდუმში რამდენიმე პუნქტი გამოკვეთეს, მათ შორის, სრუტის სრული გახსნა და აშშ-ის მიერ სრუტის გასწვრივ ირანის პორტების ბლოკადის მოხსნა.