13 ივნისი 2026,   14:31
ვრცლად
პორტუგალიის ნაკრები აშშ-ში ჩაფრინდა

პორტუგალიის ნაკრები, 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაფრინდა. ტურნირზე თავისი მეექვსე, საოცარი გამოსვლის წინ, რონალდუ და მისი თანაგუნდელები ფლორიდაში, პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვნენ. პორტუგალია K ჯგუფის მატჩებს, 17 ივნისს, ჰიუსტონში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ იწყებს, რის შემდეგაც, იმავე სტადიონზე უზბეკეთს დაუპირისპირდება. 27 ივნისს კი, ისინი კოლუმბიის ნაკრებს მაიამის სტადიონზე შეხვდებიან.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღეს, ჩვენს მაყურებელს 4 შეხვედრა ელოდება, კატარი შვეიცარიას დაუპირისპირდება, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტო ბრაზილია, მაროკოს წინააღმდეგ, ხოლო გამთენიისას ერთმანეთს ჰაიტი შოტლანდიას შეხვდება, ავსტრალია კი თურქეთს დაუპირისპირდება.

დღის ამბები