13 ივნისი 2026,   14:31
ვრცლად
"როგორც შეერთნენ გარე პატრონების დავალებითა და წაქეზებით, ისევე დაიშალნენ. იგივე ბედი ელოდება "ნაციონალურ მოძრაობას," შეხედეთ, როგორ საცირკო სანახაობას დაემსგავსა" - გიორგი სოსიაშვილი

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია თვითლიკვიდაციის ეტაპზე გადავიდა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში, და მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე ეხმაურება.

"საქართველოს ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა ალიანსი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ დაშლილიყოს. ასეთ ალიანსებს. ასეთ ალიანსებს არანაირი მომავალი არ გააჩნიათ. რადიკალთა ალიანსს, სახელმწიფოს მოღალატეების ალიანსს რა მომავალი უნდა ჰქონოდა?! - ეს ხალხი გააერთიანა ფულის წყურვილმა, საკუთარი სამშობლოს ხარჯზე ფულის შოვნის წყურვილმა. როგორც შეერთნენ გარე პატრონების დავალებითა და წაქეზებით, ისევე დაიშალნენ. იგივე ბედი ელოდება "ნაციონალურ მოძრაობას," შეხედეთ, როგორ საცირკო სანახაობას დაემსგავსა. მათი ბელადი ამბობს, რომ ვარცხნილობა შეიცვალა, რაღაცა გეგმებს ცვლის, მაგრამ ტვინი უნდა გამოცვალოს და ტვინის გამოცვლა ასე მარტივად არ ხდება. ასე, რომ ამ ადამიანების ბედი არის განწირული, საქართველოს მოსახლეობამ მათ უკვე მიუჩინა საკუთარი ადგილი," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური ალიანსის დაშლის შემდეგ, შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობაც" დაიშალოს. სააკაშვილის პარტიაში გავლენებისთვის ბრძოლა, ციხიდან გამოგზავნილი მორიგი დირექტივის შემდეგ დაიწყო. ვინ რჩება და ვინ მიდის? - ნანუკა ჟორჟოლიანი თუ თინა ბოკუჩავა? - "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარეს, შესაძლოა საკუთარი პოსტის გაყოფა სწორედ სააკაშვილის ახალ რჩეულთან მოუწიოს.

ივნისში ვადა ეწურება ყველას - თავმჯდომარეს, მდივნებს, მთელს პოლიტსაბჭოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 1 თვეში სააკაშვილის პარტიის ბედი საბოლოოდ გადაწყდება, ვიდრე რუსთავის ციხის პატიმარი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, მოქმედი "ნაციონალები" ამბობენ, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ნდობისა და მანდატის მქონე ნანუკა ჟორჟოლიანს, ბევრი აქვს დასამტკიცებელი.

 

 

დღის ამბები