13 ივნისი 2026,   14:31
ვრცლად
"ჩვენი პარტიის დელეგატები აირჩევენ კონკრეტულ პირებს, ვინც სათავეში ჩაუდგება პარტიას და ვისაც, ასევე, დაეკისრება პასუხისმგებლობა" - გიორგი კაპანაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე

ოპოზიციური ალიანსის დაშლის შემდეგ, შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობაც" დაიშალოს. სააკაშვილის პარტიაში გავლენებისთვის ბრძოლა, ციხიდან გამოგზავნილი მორიგი დირექტივის შემდეგ დაიწყო.

ვინ რჩება და ვინ მიდის? - ნანუკა ჟორჟოლიანი თუ თინა ბოკუჩავა? - "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარეს, შესაძლოა, საკუთარი პოსტის გაყოფა, სწორედ სააკაშვილის ახალ რჩეულთან მოუწიოს.

ივნისში ვადა ეწურება ყველას - თავმჯდომარეს, მდივნებს, მთელს პოლიტსაბჭოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 1 თვეში სააკაშვილის პარტიის ბედი საბოლოოდ გადაწყდება, ვიდრე რუსთავის ციხის პატიმარი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, მოქმედი "ნაციონალები" ამბობენ, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ნდობისა და მანდატის მქონე ნანუკა ჟორჟოლიანს, ბევრი აქვს დასამტკიცებელი.

"ჩვენ, ახალ სახეებს, რეფორმებს, ცხადია, მივესალმებით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია, გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია.

კონკრეტულ როლზე, პოზიციაზე, გარემოებაზე გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, მიიღებენ ყრილობაზე ჩვენი პარტიის დელეგატები და სწორედ ისინი აირჩევენ კონკრეტულ პირებს, ვინც სათავეში ჩაუდგება პარტიას და ვისაც, ასევე, დაეკისრება პასუხისმგებლობა რეფორმებსა და სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით," - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები