13 ივნისი 2026,   13:13
ვრცლად
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი მიზნად ისახავს სტუდენტების სტაჟირებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მერაბ ტურავამ სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრეს.

მსჯავრდებულებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა და უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა მოაწერეს.

დღის ამბები