2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა, კანადაში, ქალაქ ტორონტოში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას "რუსთავი 2" ახორციელებს.
ადგილობრივი კანადის ეროვნული ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინას უპირისპირდება.
ისტორიაში პირველად, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს "რუსთავი 2-ის" საეთერო მოედანი მასპინძლობს. მუნდიალმა სტარტი გუშინ აიღო და 19 ივლისის ჩათვლით არხი მილიონობით ქომაგის დიდი მოლოდინის - FIFA 2026-ის ყველა მატჩებს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის, ისინი სამი ქვეყნიდან 104-ვე მატჩს წაიყვანენ.
მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება ერთდროულად სამ ქვეყანაში - აშში, კანადასა და მექსიკაში.
მსოფლიოს მთავარი სპორტული მოვლენის თვალყურის დევნებას ფეხბურთის გულშემატკივრები ქუჩაში დიდ ეკრანებზეც შეძლებენ. "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის პარტნიორობით, 28 ივნისიდან, ჩემპიონატის ფლეი-ოფების ყველა მატჩის ჩვენება დიდ ეკრანზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ეკრანები ჩაირთვება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავშიც.