13 ივნისი 2026,   01:24
ვრცლად
მბრუნავი შოუს მსოფლიო ტურნე - "დინამო არენაზე" ქანიე უესტის კონცერტი დაიწყო

მბრუნავი შოუს მსოფლიო ტურნე - 24 "გრემის" მფლობელი ქანიე უესტის კონცერტი თბილისის "დინამო არანზე" დაიწყო. ამ წუთებში, სტადიონზე 70 ათასი ადამიანი დაუვიწყარ მუსიკალურ შოუს ესწრება.

დედამიწის სამ განზომილებიანი გრანდიოზული სფერო, სხვა სტადიონების მსგავსად, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზეც აღიმართა.

ქანიე უესტის კონცერტი თბილისში ახალი ალბომის - Bully-ის მსოფლიო ტურნეს ნაწილია და სპეციალურად ამ შოუსთვის, საქართველოში პირველად, 360-გრადუსიანი სცენაც მოეწყო, რომელიც მსოფლიოში ცნობილი არტისტის შოუ-კონცერტს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.

კონცერტი "სთარინგ ჯორჯიას" მიერ არის ორგანიზებული.

დღის ამბები