13 ივნისი 2026,   01:25
ვრცლად
იდენტური გზავნილები საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზე - ზაზა შათირიშვილი წერს, რომ ოპოზიციისა და ჯო უილსონის გზავნილების დამთხვევა შემთხვევითი არ არის

გარედან ჯო უილსონი, შიგნიდან ოპოზიცია - რატომ ემთხვევა ერთმანეთს გზავნილები საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზე? ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს, რომ საერთო ნარატივის უკან კონკრეტული ძალების საერთო ინტერესები დგას, რომელთა მიზანიც ქვეყნის სუვერენიტეტზე შეტევაა.

"ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის" ავტორი ოფიციალური პეკინის გავლენებს საფრთხედ მიიჩნევს, მაშინ როდესაც ამერიკა ჩინეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება და მისი პარტიის ლიდერი, პრეზიდენტი ტრამპი, სი ძინპინს მსოფლიოს წინაშე მეგობრობას უდასტურებს. ჯო უილსონი კი ჩინეთის მავნე გავლენებზე საუბრობს, ახსენებს ირანსა და რუსეთსაც, ისევე როგორც ქართული ოპოზიცია, რომელიც ვაშინგტონს საქართველოს დაცვისკენ მოუწოდებს.

უილსონის კონგრესში გამოსვლის პარალელურად, ხელისუფლების ოპონენტები ჯერ ბრიფინგზე ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ სამხრეთ კავკასიაში, ამერიკის ინტერესების ფონზე, საქართველო შესაძლებლობებს არ იყენებს. დღეს კი უკვე სპეციალური სტატიაც გამოჩნდა, რომელიც იდენტური გზავნილებით ამერიკულ გამოცემაში ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა. "ახალის" ლიდერი ვრცელ პუბლიკაციაში ამტკიცებს, რომ საქართველოში ამერიკის ინტერესები დაცული არ არის. ტრამპის ადმინისტრაციას კი მოუწოდებს, უარი თქვას თბილისთან ურთიერთობის განახლებაზე.

ეროვნულის ნაცვლად სხვა ქვეყნების ინტერესებით მოქმედება - ოპოზიციის ნაბიჯები სახელისუფლებო გუნდისგან სხვაგვარად ვერ ფასდება. მმართველი გუნდი ოპონენტებს ახსენებს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა საერთო ინტერესების თანხვედრას ეფუძნება და არა სხვისი დღის წესრიგით მოქმედებას.

საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წელს გაფორმდა. სამი წლის თავზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ეტაპზე - ყოვლისმომცველ პარტნიორობაზე - გადავიდა.

დღის ამბები