12 ივნისი 2026,   19:32
ვრცლად
Meta-ს პლატფორმები Facebook, Instagram და Messenger შეფერხებით მუშაობს

კომპანია Meta-ს სოციალურ პლატფორმებზე - Facebook-ზე, Instagram-სა და Messenger-ზე მასშტაბური გლობალური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც მილიონობით მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნიდან პლატფორმებზე წვდომას, კონტენტის განახლებასა და შეტყობინებების გაგზავნას ვერ ახერხებს.

აღსანიშნავია, რომ Meta-ში შემავალი კიდევ ერთი პლატფორმა WhatsApp-ი შეუფერხებლად მუშაობს.

ამ დროისთვის Meta-ს ოფიციალური განცხადება ტექნიკური გაუმართაობის მიზეზებზე ჯერ არ გაუვრცელებია.

დღის ამბები