12 ივნისი 2026,   19:00
ვრცლად
სტიქია კახეთში - სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი უკვე მეორედ დააზარალა. დასეტყვილია სოფელი ახშანი, ჩაბინაანი, ზემო ხოდაშენი, ქისტაური და ხორხელი.

სტიქია დაახლოებით, 15 წუთი გრძელდებოდა. ადგილობრივები ჰყვებიან რომ სეტყვას ქარიც ახლდა, რამაც მოსავალი დააზიანა, მათ შორის ვენახები და ერთწლოვანი კულტურები.

სეტყვით მიყენებულ ზარალს ახმეტის მერია სწავლობს.

დღის ამბები