12 ივნისი 2026,   14:15
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია ყირგიზეთის, ჩინეთისა და უზბეკეთის ინიციატივა, რომელიც პირდაპირპროპორციულად, დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც - მარიამ ქვრივიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მოხდება აღნიშნული სამი ქვეყნების სარკინიგზო ხაზით დაკავშირება.

"ეს პირდაპირპროპორციულად, დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, რამეთუ ეს მარშრუტი შეუერთდება შუა დერეფნის მთლიან კონტექსტს და, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 2032 წლიდან, შუა დერეფანში ტვირთნაკადი საგრძნობლად მოიმატებს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა მზად დახვდეს აღნიშნულ ინიციატივას და, რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის განვითარებაც ამ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია,"- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, ყირგიზეთშია. ირაკლი კობახიძესთან ერთად, დელეგაციაში არიან საგარეო, ეკონომიკის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის მინისტრები და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის საქართველოს ოფიციალური მაღალი თანამდებობის პირების პირველი ვიზიტი ყირგიზეთში.

გაფორმდა თანამშრომლობის არაერთი მემორანდუმი.

დღის ამბები