11 ივნისი 2026,   19:31
ვრცლად
ფეხბურთის მაყურებლისთვის ალბათ დღესასწაულია, სულ ფეხბურთი იქნება მომდევნო თვე ნახევრის მანძილზე, ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ასეთი ტურნირი - კომენტატორი სანდრო ქებაძე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე 5 საათი რჩება.

არხის ისტორიაში პირველად, დღეიდან, 19 ივლისის ჩათვლით, ტურნირის 104-ვე მატჩს "რუსთავი 2" აჩვენებს. პლანეტის ყველაზე დიდი საფეხბურთო სანახაობის გასაშუქებლად "რუსთავი 2-ის" გუნდი უკვე მზად არის. თავიდან ბოლომდე შეიცვალა სატელევიზიო ბადე და ის სრულად მსოფლიო ჩემპიონატზეა მორგებული.

პირდაპირი ტრანსლაციების პარალელურად, მაყურებელი ნახავს საფეხბურთო მიმოხილვებს და სიუჟეტებს. ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის.

"პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ასევე კიდევ ერთი ახდენილი ოცნებაა. მაქსიმუმი უნდა დავდოთ მეც და ჩემმა კოლეგებმაც, რომ დიდი სიამოვნება მიიღოს მაყურებელმა ჩვენი წაყვანილი შეხვედრებით. მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ტარდება, სადაც გაზრდილი რაოდენობის გუნდებია, 48-მდე გაიზარდა და ჯამში სულ 104 თამაში იქნება, რაც ფეხბურთის მაყურებლისთვის ალბათ დღესასწაულია, სულ ფეხბურთი იქნება მომდევნო თვე ნახევრის მანძილზე და ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ასეთი ტურნირი. თან ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ფეხბურთს ყოველთვის თან სდევს, რომ შეიძლება სუსტმა ნაკრებმა ძალიან დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზოს,"- აცხადებს კომენტატორი სანდრო ქებაძე. 

 

დღის ამბები