11 ივნისი 2026,   15:53
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა სადამდე მიიყვანა ქვეყანა და "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან კარგად ვხედავთ - ზვიად შალამბერიძე​

"იმ ფონზე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სოციალური ქსელიდან იგებენ ცვლილების შესახებ, რა გუნდურობაზე და რა პარტიულობაზე უნდა ვისაუბროთ", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიაში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

შალამბერიძის თქმით, პარტიაში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს მიხეილ სააკაშვილი.

"ვფიქრობ, საზოგადოება ახლა მაინც დარწმუნდა, რომ ეს კოალიცია და მისი შემადგენელი ნაწილი არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხება. არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვის სადავეები აიღოს ხელში.

"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი არიან ძალა, რომლებიც აერთიანებდნენ ახალგაზრდებს. როგორც ირკვევა, თურმე ახლა შემოჰყავთ ახალგაზრდები პარტიაში.

იმ ფონზე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სოციალური ქსელიდან იგებენ ცვლილების შესახებ, რა გუნდურობაზე და რა პარტიულობაზე უნდა ვისაუბროთ?! აქ გადაწყვეტილებას ისევ ერთპიროვნულად იღებს ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი და მისმა ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა სადამდე მიიყვანა ქვეყანა და "ნაციონალური მოძრაობა", ძალიან კარგად ვხედავთ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები