10 ივნისი 2026,   16:53
ვრცლად
"საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2030 წლის 1 იანვარი განისაზღვრა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, კანონის ძირითადი ნაწილი – პირველი−მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის მე-2−მე-11 პუნქტები და მე-17–96-ე მუხლები ამოქმედდება 2030 წლის 1 იანვრიდან, ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრისა.

აღნიშნული მუხლები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციისთვის კანონით დადგენილი გამონაკლისები, საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები, ინტერესთა კონფლიქტი, შესყიდვების კომიტეტი, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული/პირი და სხვა.

კანონში შეტანილი ცვლილებით, შემსყიდველ ორგანიზაციებში სერტიფიცირებული სპეციალისტების ყოლის ვალდებულება სამი წლით - 2032 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.

დღის ამბები