10 ივნისი 2026,   11:39
ვრცლად
"პასუხი უნდა იყოს ძალიან ძლიერი, ძალიან მძლავრი და სწორედ ასეთია ის ახლა" - აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე დარტყმები განაახლეს

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე დარტყმები განაახლეს, მიზეზი ჰორმუზის სრუტეში ამერიკული ვერტმფრენის, "აპაჩის", ჩამოგდებაა.

Axios-ის მონაცემებით, აშშ-ის ძალების სამიზნე გახდა ჰორმუზის სრუტის მიდამოებში განლაგებული რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა და რადარი. აფეთქებები ისმოდა ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქებში - სირიკსა და მინაბში, ასევე კუნძულ კეშმზე.

ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ამტკიცებს, რომ იერიშების საპასუხოდ რეგიონში მდებარე ამერიკული ობიექტების მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა.

"ეს ოპერაცია არის პროპორციული პასუხი ირანის დაუსაბუთებელ აგრესიაზე", - ასე ეხმაურება მიმდინარე მოქმედებებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა. აშშ-ის პრეზიდენტი კი ამ ოპერაციას აუცილებლად მიიჩნევს.

"პასუხი უნდა იყოს ძალიან ძლიერი, ძალიან მძლავრი და სწორედ ასეთია ის ახლა", - უთხრა ტრამპმა მედიას. ვაშინგტონს დაემუქრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც: "დატოვეთ ჩვენი რეგიონი, თუ გსურთ, რომ უსაფრთხოდ იყოთ", - წერს აბას არაღჩი.

დღის ამბები