10 ივნისი 2026,   11:37
ვრცლად
ყელა ის ფანჩატური, რომელიც რადიკალებმა ასე საგულდაგულოდ შეაკოწიწეს, საბოლოოდ თავზე ჩამოენგრათ - დავით მათიკაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლის შესახებ

"ადამიანებს, რომელთაც არ აერთიანებთ სამშობლოს სიყვარული, ერთად დიდხანს ვერ იქნებოდნენ" - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი ოპოზიციის დაშლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ალიანსის დაშლა მოსალოდნელი იყო.

"ეს ალიანსი, ეკლექტური, რადიკალური ძალების გაერთიანება, ვერ იარსებებდა დიდხანს. ყელა ის ფანჩატური, რომელიც რადიკალებმა ასე საგულდაგულოდ შეაკოწიწეს, საბოლოოდ თავზე ჩამოენგრათ. ეს არის ბედი რადიკალიზმისა, ანტიქართული და უსამშობლო ადამიანების ერთობისა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად დაიშლება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური ალიანსის დაშლის საკითხზე ინფორმაცია თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა, რასაც ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის ახალი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებების მორიგი ტალღა მოჰყვა. 

დღის ამბები