10 ივნისი 2026,   10:09
ვრცლად
სტამბოლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ სტამბოლში. ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესწრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიების დასკვნით ნაწილში, დამსწრე საზოგადოების წინაშე გორის ქალთა კამერული გუნდი წარსდგა. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ჰიმნებიც.

დღის ამბები