ბულგარეთის ახალი მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას წყვეტს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნის ახალმა მთავრობამ, განაცხადა, რომ სოფია აღარ მიაწვდის იარაღს კიევს.
მათი თქმით, ომი უკრაინაში "გაცვეთილ ომად" იქცა და რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია.
"მიგვაჩნია, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. იარაღის დაგროვება მხოლოდ ადამიანური მსხვერპლის ზრდას იწვევს," - განაცხადა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა.
ომის დაწყებიდან ბულგარეთმა უკრაინას 13 სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა.