08 ივნისი 2026,   17:37
ვრცლად
ყველა უნდა დადგეს თავის ეგოზე მაღლა, თავის ამბიციებზე მაღლა, "ლუზერები" არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს გამარჯვების რწმენა - პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე

ოპოზიციურ ალიანსში კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის. ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასთან დაპირისპირებულ ოპოზიციონერებს "ლუზერის" ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდათ.

”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციის ხმრიდან დიდი უგუნურება იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ გამოიყენოს.

"ოპოზიციის მხრიდან მართლაც დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი და მისი შესაძლებლობები. ყველა უნდა დადგეს თავის ეგოზე მაღლა, თავის ამბიციებზე მაღლა. "ლუზერები" არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს რწმენა გამარჯვების, ვისაც აქვს მიდგომა ზოგადად "ლუზერობის" ამ ბრძოლასთან მიმართებით. არავის უზრდელურ გამონათქვამებს არ ვაფასებ და არ ვაპირებ ლანძღვა-გინებაში ვინმესთან შეყოლას. "ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ყოველთვის ასე იყო", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

დღის ამბები