07 ივნისი 2026,   20:18
ვრცლად
სამების ტაძარში 73-ე, პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ კი, პირველი საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს

სამების ტაძარში ამ წუთებში 73-ე და პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, პირველი საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს.

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება. ოჯახებში მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსახურების შემდეგ კი უწმინდესი მის ნათლულებს დალოცავს.

კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ 17 მაისს, სამების ტაძარში გამართულ "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებულ წირვაზე ისაუბრა.

დღის ამბები