06 ივნისი 2026,   14:48
ვრცლად
არ მაქვს პრეტენზია, რომ პუტინი და ზელენსკი აუცილებლად ჩემი მონაწილეობით უნდა შეხვდნენ ერთმანეთს - ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომის საკითხი თავად უნდა მოაგვარონ.

დონალდ ტრამპის თქმით, მას არ აქვს პრეტენზია ლიდერების პირდაპირ შეხვედრაზე და დარწმუნებულია, რომ კონფლიქტი მალე მოგვარდება.

"არ მაქვს პრეტენზია, რომ პუტინი და ზელენსკი აუცილებლად ჩემი მონაწილეობით უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. დაე, თავად გაერკვნენ. ფაქტია, რომ სწორედ მე მივიყვანე ისინი ამ მდგომარეობამდე, მოლაპარაკების ამ ეტაპამდე, და მგონია, რომ ყველაფერი მოგვარდება. ეს არის ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო. არც მოხდებოდა, მე რომ მაშინ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. საბოლოოდ მაინც იმედიანად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ყველაფერი მოგვარდება,"- აცხადებს ტრამპი. 

დღის ამბები