საქართველოს პატრიარქმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად და ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"ამა წლის 5 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად და ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიიღო.
საუბარი შეეხო როგორც აჭარის რეგიონში, ისე ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. მისმა უწმინდესობამ სტუმრები დალოცა და წარმატებები უსურვა," - წერია განცხადებაში.