"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია ამჯერად რაჭას სტუმრობს. რეგიონული კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერები, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან ახალგაზრდებს, ამბროლაურში ხვდებიან. შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით იმყოფება ცოტნე ივანიშვილი.
ამ დრომდე კონფერენცია 8 რეგიონში გაიმართა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები ამბობენ, რომ ახალგაზრდებისა და სტუდენტების მოთხოვნები და წინადადებები სამუშაო ფორმატში გადადის და ახალგაზრდების ხმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია.