"ეს არის ეფემერული გაერთიანება და ამას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.
თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის კატასტროფის წინაშე მდგარი ადამიანების თავშეყრა.
"ეს არის ეფემერული გაერთიანება და ამას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება. შეგიძლია, ტელევიზორი ჩართოთ და 15 წუთში მიხვდები, რა ერთობასთან გაქვს საქმე. ან ინტერნეტში ნახევარი საათი რომ დაჯდე, რა მიმოწერა აქვთ ერთმანეთთან და როგორ მოიხსენიებენ, ისიც საკმარისი იქნება. ეს არის კატასტროფის წინაშე მდგარი ადამიანების თავშეყრა, რომლებიც ახლა ცდილობენ, ერთმანეთს გადააბრალონ, როგორ აღმოჩნდა ისე, რომ ამ მდგომარეობაში აღმოიჩინეს თავი. როგორც უსახელოდ შეიკრიბა ეს ხალხი, ასევე უსახელოდ დაიშლება უახლოეს პერიოდში,“ - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.