05 ივნისი 2026,   15:42
ვრცლად
თბილისში, საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საბურთალოზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანის - ქალის და კაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა ცედრებს ექსპერტიზა უტარდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთვის 2-ს" განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

დღის ამბები