04 ივნისი 2026,   11:09
ვრცლად
კლიმატის ცვლილება, ეკოსაჭიროებები და უსაფრთხოება - ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტმა მოსწავლემ კლიმატური რისკების შესახებ სპეციალური ტრენინგი გაიარა

კლიმატის ცვლილება, ეკოსაჭიროებები და უსაფრთხოება - ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტმა მოსწავლემ კლიმატური რისკების შესახებ სპეციალური ტრენინგი გაიარა.

მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ახალგაზრდებმა კატასტროფების მართვა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა შეისწავლეს. საგანმანათლებლო შეხვედრები მწვანე კლიმატის ფონდის, შვეიცარიის მთავრობისა და UNDP-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

„ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცნობიერება აემაღლებინათ ისეთ თემებზე, როგორიც არის ბუნებრივი მოვლენა, კატასტროფა, კატასტროფის დროს ქცევის წესები და შემდგომი ნაბიჯები. ჯამში, განხორციელდა 40-მდე ტრენინგი და მონაწილეობა მიიღო 900-ზე მეტმა მოსწავლემ“, - აცხადებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში პროექტის მენეჯერი მარიამ სესიტაშვილი.

დღის ამბები