იუსტიციის სახლი ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების გამარჯვებულია. პროექტს "მობილური იუსტიციის სახლი" ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების ფარგლებში, კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი მიენიჭა.
აღიარება ევროპის მასშტაბით ინოვაციური, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების გამოვლენისა და დაჯილდოების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმაზე გამოქვეყნდა.
EPSA ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტის ინიციატივაა და იგი ევროპული საჯარო სექტორის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად მიიჩნევა.