04 აგვისტო 2026,   22:10
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩ ამალ აფიფის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ამალ აფიფის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს უწყების საქმიანობა და მიმდინარე პროგრამები გააცნო. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, სამედიცინო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება ასევე გამახვილდა შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით მიმდინარე ინიციატივებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრას ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები