27 ნოემბერი 2026,   03:43
ვრცლად
მარკო რუბიო: ტრამპის გზის პროექტი რეალური ცვლილებების მატარებელია რეგიონისთვის

 

TRIPP-ის პროექტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საყრდენია, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე.

მისი თქმით პროექტი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ საყრდენი და მას აქვს ტრანსფორმაციული, "რევოლუციური" მნიშვნელობა და მიზნად ისახავს ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას, რაც მოემსახურება როგორც აშშ-ის კერძო სექტორის, ისე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რეგიონის სხვა სახელმწიფოების უფრო ფართო ეკონომიკურ ინტერესებს.

"ასე რომ, ახლა ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ამ მუშაობაში. ჩვენ ფაქტობრივად ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რაც ამერიკულ კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ინვესტიციები კერძო სექტორის, ამერიკის, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესებში და ვიმედოვნებთ, რომ ეს წაგვახალისებს“, - აღნიშნა რუბიომ.

მისივე განმარტებით შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ეს პროექტი ხელი შეუწყობს რეგიონის შემდგომ განვითარებას და სტიმულირებას.

დღის ამბები