27 ნოემბერი 2026,   06:27
ვრცლად
3 ივნისს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივნისს 01:00-იდან 02:00 საათამდე და 13:30-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში წოდორეთი, ცივწყარო. 12:00-იდან 18:30 საათამდე - მომხმარებლებს სოფელ გლდანში, ნასერალის ქედისა და ხოჭის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები