აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ, თავისი პრესცენტრი ჟურნალისტებისთვის დახურულ, საიდუმლო ცენტრად გამოაცხადა, რაც კიდევ უფრო ზღუდავს პენტაგონის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებსა და რეპორტიორებს შორის კომუნიკაციას, რომლებიც ომის საკითხებს აშუქებენ - წერს გამოცემა The New York Times-ი.
მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი, რომელიც დეპარტამენტის პრესმდივნის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა, ახალი ცვლილებების შედეგია, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებს პენტაგონში ყოფნის დროს, მუდმივად უნდა ახლდნენ თან სპეციალური ესკორტის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ათწლეულების განმავლობაში, პენტაგონის საქმიანობის გასაშუქებლად დანიშნულ ჟურნალისტებზე საშვები გაიცემოდა, რაც მათ შენობის დერეფნებსა და პრეს-ოთახებში ფართო წვდომის, ასევე სააგენტოს წარმომადგენლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საშუალებას აძლევდა.
მედიის ინფორმაციით, ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა არაერთხელ შეზღუდა ჟურნალისტებისთვის პენტაგონში შესვლა. თავდაპირველად, მან პენტაგონის გარკვეულ დერეფნებში ჟურნალისტების გადაადგილება ესკორტის გარეშე შეზღუდა, მოგვიანებით კი ეს მოთხოვნა მთელ შენობაზე გააფართოვა.