06 აგვისტო 2026,   11:21
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციას: სად გაგიგიათ კომერციული მიზანი გქონდეს, უზარმაზარი თანხა გადაიხადო და შემდეგ სახელმწიფოს აჩუქო და კიდევ იმაზე მელაპარაკო, რომ ეს კომერციული ინტერესების გამო გაკეთდა

კამპანია ქველმოქმედების წინააღმდეგ - "ქართულ ოცნებაში" შეკვეთილში დაგეგმილი პროექტის შესახებ ოპოზიციის დეზინფორმაციულ განცხადებებზე საუბრობენ.

ფონდმა ქართუმ "ციცინათელას" პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ამ ტერიტორიაზე Starring Georgia მალე საქართველოში ყველაზე დიდ დინო პარკს "დინოტოპიას“ გახსნის.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიხედვით იქმნება თანამედროვე, შემეცნებით გასართობი სივრცე, ოპოზიცია ამ საქველმოქმედო პროექტის დაზიანებას სხვადასხვა სპეკულაციური მეთოდით ცდილობს.

აბსურდული ბრალდებები ქვეყნის ეკონომიკის და "ქართუ ფონდის" იმიჯის დაზიანებისთვის - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი.  

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციაზე საუბრობს. 

"სად გაგიგიათ, რომ რაღაც კომერციული მიზანი გქონდეს, უზარმაზარი თანხა გადაიხადო და შემდეგ სახელმწიფოს აჩუქო და კიდევ იმაზე მელაპარაკო, რომ ეს კომერციული ინტერესების გამო გაკეთდა. როდესაც ტყუილს გეგმავ, ჭკუასთან ახლო ტყუილი მაინც დაგეგმე. მე სულ ამას ვამბობ, რომ ტყუილის გავრცელება ასეთი ადვილი ოპერაცია არ არის, ეს საერთაშორისო პოლიტიკაში ნაცნობია. მაგრამ, იმდენად უნიჭო ადამიანები ახორციელებენ და გეგმავენ, რომ 24 საათიც ვერ ძლებს. ტყუილი ისეთი უნდა დაგეგმო და განახორციელო, მინიმუმ ერთი თვე მაინც გაძლოს." - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

 

 

 

დღის ამბები