პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.
როგორც, მედიასთან საუბრის დროს კაროლ ნავროცკი აღნიშნავს ქალებისა და ბავშვების მკვლელი ბანტიდების ადგილი ევროკავშირში არ არის.
მისივე განცხადებით, ბანდიტებისა და მკვლელების განდიდება იმის მტკიცებულებაა, რომ უკრაინა თავისი მენტალიტეტით ჯერ არ არის მზად ევროპული ოჯახის წევრობისთვის.
„დღეს ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ პროპაგანდას საუკეთესო საბრძოლო მასალა და უხვი საწვავი მიაწოდა. მე მის გადაწყვეტილებას ძალიან კრიტიკულად ვუყურებ. ეს ასევე იმის მტკიცებულებაა, რომ ისინი, ვინც ამბობდნენ, უკრაინა ევროკავშირს ყოველგვარი მოლოდინების გარეშე უნდა შეუერთდესო, ძალიან ცდებოდნენ.
სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ უკრაინა, თავისი მენტალიტეტით - რაც "უკრაინის აჯანყებულთა არმიის" [UPA] ბანდიტებისა და მკვლელების განდიდებაში გამოიხატება - არ არის მზად, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. რადგან ევროპულ ოჯახში ბანდიტებსა და მკვლელებს, რომლებიც ხოცავდნენ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ხოცავდნენ პოლონელებს - ევროპულ ოჯახში ასეთი ბანდიტების განდიდება და UPA-ს განდიდება შეუძლებელია," - განაცხადა მედიასთან პოლონეთის პრეზიდენტმა.
კაროლ ნავროცკის ეს პოზიცია უკრაინის პრეზიდენტის მიერ, ერთ-ერთ უკრაინულ ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელის მინიჭებას უკავშირდება.
როგორც პოლონური მხარე აცხადებს „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთანაა დაკავშირებული.