04 აგვისტო 2026,   13:08
ვრცლად
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "თბილისის ურბანული ტყის" ტერიტორიაზე ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით სპეციალური ღონისძიება გაიმართა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "თბილისის ურბანული ტყის" ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიება გაიმართა.

ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით მოწყობილ დღესასწაულში მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პატარებისთვის ანიმატორების შოუ და შემეცნებითი აქტივობები მოეწყო.

პროექტის მიზანია დედაქალაქში მწვანე, უსაფრთხო სივრცეების განვითარება ბავშვების ჯანსაღი და ბედნიერი მომავლისთვის.

დღის ამბები