ახალი ეკოტურისტული სივრცე ადიგენის მუნიციპალიტეტში - სოფელ უტყისუბანში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყო.
პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ბიუჯეტი მილიონ ევროზე მეტია.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის მდგრადი მართვა, ტურისტული ბილიკებისა და მოხალისეობრივი ბანაკების მოწყობა რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.