თბილისში ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების პროგრამის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრა გაიხსნა.
საქართველო პირველად მასპინძლობს ამ უმაღლესი ორგანოს სესიას, რომელშიც ევროპის 34 ქვეყანა მონაწილეობს.
საერთაშორისო ფორუმზე, რომლის ორგანიზატორიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრია, სასურსათო უსაფრთხოებასა და კონსერვაციის საკითხებს განიხილავენ. მნიშვნელოვანი შეხვედრები საქართველოში 4 ივნისამდე გაგრძელდება.