მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა.
კობა კობალაძე თბილისში, რუსთავსა და გორში, ომისა და სამშვიდობო მისიების მონაწილე ვეტერანთა ოჯახებს ესტუმრა.
გენერალ-მაიორმა ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცა. შეგახსენებთ, 1 ივნისი ბავშვთა დასაცავად მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება.