27 ნოემბერი 2026,   04:26
ვრცლად
რასაკვირველია ეს პოლიტიკური დემარშია, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება - გიორგი ვოლსკი თბილისსა და ბერლინს შორის დიპლომატიურ უთანხმოებაზე

თბილისსა და ბერლინს შორის დიპლომატიური უთანხმოება გრძელდება. გერმანიაში საქართველოს ელჩისთვის აგრემანის გადაცემიდან რვა თვის შემდეგ, რწმუნებათა სიგელის მიღების თარიღი ისევ გაურკვეველია.

ოფიციალური ბერლინი პროცედურის გაჭიანურების მიზეზებზე დუმილს ინარჩუნებს. მმართველ გუნდში გერმანიის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს პოლიტიკურ დემარშს უწოდებენ.

"ამ შემთხვევაში, სახელისუფლებო რგოლს შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მიმართ გარკვეული მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სწორედ გაღიზიანების ის მიზეზი, რომელიც ამ შემთხვევაში, ან გვერდის განუახლებლობაში ან ელჩის დამტკიცებაზე თავშეკავებაში გამოიხატება. რასაკვირველია ეს პოლიტიკური დემარშია, ასე უნდა გავიგოთ, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები