01 აგვისტო 2026,   06:53
ვრცლად
ყველა მუნიციპალიტეტი და მოქალაქე უნდა იყოს თანაბარ პირობებში, სწორედ ეს არის  გადაწყვეტილების მიზანი - ირაკლი ქადაგიშვილი უკანონო კრიპტო-მაინინგისა და მესტიის გამრიცხველიანების შესახებ

უკანონო კრიპტო-მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი იწყება. გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რაიონში ელექტროენერგიის გადახარჯვამ კოლოსალურ მაჩვენებლებს მიაღწია. ადგილობრივებისთვის ენერგია კვლავ უფასო დარჩება, თუმცა დაწესდება გონივრული ლიმიტი, რომლის ზემოთაც გადასახადის გადახდა საჭირო იქნება. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებების მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტისა და მოქალაქისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა, ასევე სისტემის გამართულად და სტაბილურად ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ქადაგიშვილის განმარტებით, უკანონო საქმიანობა ინფრასტრუქტურის გადატვირთვას და დაზიანებას იწვევს, რის გამოც აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების ამოქმედება.

"საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტი და მოქალაქე უნდა იყოს თანაბარ პირობებში ჩაყენებული. სწორედ ამ მიზნით არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული, რომ სისტემა იყოს მდგრადი, არამოწყვლადი ამ უკანონო საქმიანობიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ეს იწვევს გადატვირთვას, დაზიანებას და ა.შ." - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები