03 აგვისტო 2026,   16:44
ვრცლად
ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო მარშრუტი დღეიდან ოფიციალურად იხსნება - ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში შედის

ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო მარშრუტი დღეიდან ოფიციალურად იხსნება. ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში შედის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა არსებულ ინფრასტრუქტურას და აშენდა სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების ხაზი.

მაგისტრალის ამოქმედებით სატვირთო გადაზიდვების წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.

“სატრანსპორტო ქსელს ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან და შესაბამისად, ჩვენ გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს იმისათვის, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს.

როგორც მოგეხსენებათ აღნიშნული სატრანსპორტო ხაზი 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს. ზოგადად მზარდი არის დინამიკა ამ ხაზზე. დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ ერთობლივი ძალისხმევით მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები იმისათვის, რომ სრულად იყოს დატვირთული აღნიშნული სატრანსპორტო ხაზი", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

დღის ამბები