01 აგვისტო 2026,   20:46
ვრცლად
"სოციალური მიმართულება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია" - გიორგი ტყემალაძე

"სოციალური მიმართულება ნამდვილად არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი" - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა "დებატებში" ისაუბრა. 

გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქის დონეზე, ბიუჯეტის 25-30% მიმდინარეობს სწორედ სოციალური და ჯანდაცვის პროექტებით. 

"სოციალური მიმართულება ნამდვილად არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ზოგადად, როგორც ცენტრალური ხელისუფლების. აქვე მინდა გითხრათ, რომ საყოველთაო დაზღვევა, ის, რაც არის ჩვენს ქვეყანაში 2012 წლიდან, ნამდვილად არის მონაპოვარი - გადაუდებელი ჯანდაცვა ფაქტიურად არის უფასო ჩვენს ქვეყანაში. ქალაქის დონეზე, ჩვენი ბიუჯეტის 25-30% მიმდინარეობს ზუსტად სოციალური და ჯანდაცვის პროექტებით. 200 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება ამ ადამიანების გვერდში დგომისთვის და დასახმარებლად. აქ საუბარი და ქილიკი იმაზე, რომ თითქოს ეკონომია ხდება ამ მიმართულებით, ვერ მივიღებთ ამას,“ - ამბობს გიორგი ტყემალაძე.

 

 

დღის ამბები