თბილსის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 14 პირის მორიგი პროცესი გაიმართა. დღეს პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები თქვა.
დაკავებულებს ბრალად ედება ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასევე - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.