02 აგვისტო 2026,   20:09
ვრცლად
ბოდბის დედათა მონასტერში ნინობას განსაკუთრებულად აღნიშნავენ - ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა

ბოდბის დედათა მონასტერში ნინობას განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა, მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩავიდნენ.

სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა მრევლს ქადაგებით დღესასწაული მიულოცა. 

"ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან დიდი დღესასწაულია, ჩვენი დიდი დედის, ნინოს ხსენებაა. ყველას შეგვეწიოს ყოვლადწმინდა სამება, დედა ღვთისმშობელი და ჩვენი დედა ნინოს ლოცვა-კურთხევა. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ყველას გილოცავთ, მიუხედავად იმისა, რომელი სარწმუნოების მიმდევრები ვართ. წმინდა ნინო, ისევე როგორც დედა ღვთისმშობელი, ყველაზე ზრუნავს, თითოეულ ჩვენგანზე", - აღნიშნა ბოდბელი მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა (იაკობიშვილი).

დღის ამბები