04 აგვისტო 2026,   00:04
ვრცლად
დღეს იმ ადამიანების დღეა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი თანამოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ვულოცავ ჩემს კოლეგებს პოლიციელის დღეს - გიორგი ტოკლიკიშვილი

დღეს პოლიციელის დღეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზეიმო ღონისძიებამდე 3 საათი რჩება. საღამოს 9 საათზე, სამართალდამცველები, უწყების ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბებიან, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები საზეიმო მსვლელობას გამართავენ. შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

მანამდე, პროფესიულ დღეს ერთმანეთს ულოცავენ უწყების თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველის, ოთარ კუხალაშვილის განცხადებით, ისინი ყოველთვის დგანან ადამიანის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის სადარაჯოზე.

"თითოეულ პოლიციელს ვულოცავ დღევანდელ დღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყელა თანამშრომლისთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. მეხანძრე-მაშველები ყოველდღიურად ვდგავართ ადამიანების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის სადარაჯოზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება და მათზე ზრუნვა", - აღნიშნა მეხანძრე-მაშველმა ოთარ კუხალაშვილმა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორის, გიორგი ტოკლიკიშვილის თქმით კი, დღეს იმ ადამიანების დღეა, რომლებიც ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ.

"დღევანდელი დღე თითოეული პოლიციელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს იმ ადამიანების დღეა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი თანამოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ვულოცავ ჩემს კოლეგებს პოლიციელის დღეს. ვუსურვებ წარმატებას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას", - აღნიშნა გიორგი ტოკლიკიშვილმა.

დღის ამბები