აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს და პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ელგუჯა ბერიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ბათუმში დაგეგმილი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – EYOF-ის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს. ღონისძიებას ბათუმი 2-6 ივნისს უმასპინძლებს.
აღინიშნა, რომ ფესტივალის წარმატებით ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ჩართული უწყების კოორდინირებული მუშაობა და გამოითქვა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩემპიონატს რეგიონმა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლოს.