02 აგვისტო 2026,   18:51
ვრცლად
ბექა ვაჭარაძემ კანოისტებს სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა

ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ კანოისტებს სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.

საბა მალანია 16-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში 200, 500 და 1000-მეტრიან დისტანციებზე ოქროს მედლების მფლობელი გახდა, ხოლო სანდრო ჭოჭუამ 18-წლამდელთა კატეგორიაში 200-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

"ვულოცავთ საბასა და სანდროს, ასევე მათ მწვრთნელებს - ზურაბ მალანიასა და მურმან მალანიას - მიღწეულ წარმატებას. გისურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა ფოთის მერმა.

დღის ამბები