ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ ფრედ დაასრულა. პირველი მატჩი კი, ინგლისის წინააღმდეგ ანგარიშით 1:0 მოიგო.
ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 30 მაისს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ქართველი სპორტსმენების თამაშს სლოვაკეთში ესწრებოდა საქართველოს სპორტის მინისტრი. შალვა გოგოლაძე ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვდა სლოვაკეთის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს. კოლეგებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე ისაუბრეს.