27 ნოემბერი 2026,   12:27
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ღიად" - გიორგი კაპანაძე

"ნაციონალურ მოძრაობასა" და გვარამია-მელიას პარტიას შორის მორიგ დაპირისპირებას ენმ-ში ეხმაურებიან. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, გიორგი კაპანაძის შეფასებით, განსხვავებული მოსაზრებები და დაპირისპირებები ფრაქციაში არ იმოქმედებს და მათ საერთო ინტერესებს არ დააზიანებს.

"მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ღიად რომელიმე პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით. ერთია, რომელიმე კონკრეტული პირის ან აქტივისტის პოზიცია, მაგრამ მეორე, ის ეროვნული ინტერესი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ გზაზე, ცხადია, ვიღაც შეიძლება არ გვეთანხმებოდეს, ან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ მთავარია ერთობა," - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

დღის ამბები