ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში "ჰეზბოლას" 135-ზე მეტ სავარაუდო სამიზნეს დაარტყა - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"ცაჰალის" ინფორმაციის თანახმად, დარტყმების სამიზნე ტვიროსი და სამხრეთ ლიბანის სხვა ტერიტორიები, ასევე აღმოსავლეთით, ბექაას ველი იყო.
მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ, ასევე დაადასტურა ბეირუთზე განხორციელებული კიდევ ერთი დარტყმა.
ცნობისთვის, ღამით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე ტვიროსისა და ზაკოკ ელ-მუფდის ქალაქების ევაკუაციის შესახებ ახალი გაფრთხილებები გამოსცა.